LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუდაურში „საწყალი“ არავინ ისვენებს.. ძალიან კარგი, თუ იქ ხაჭაპური 45 ლარი ღირს, გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე“- დათო ლიკლიკაძე

267
ing (1)

ზამთრის საკურორტო სეზონზე, სხვადასხვა კურორტზე არსებული მომსახურებისა და პროდუქტების გაზრდილ ფასებზე სოციალურ ქსელში ბევრს წერენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუკში სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძეც.

როგორც ჟურნალისტი წერს, „ძალიან კარგია, თუ გუდაურში ხაჭაპური 45 ლარი ღირს“.

„ვიცი, ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა.
ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში.

ევროპის ბევრ ქვეყანაში უბრალო წახემსება 45 ევრო გვიჯდება. დიდი ამბავი ახლა ტურისტმა 45 ლარი თუ დახარჯა. ასე რომ რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის.

რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ „საწყალი“ არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში.

დიახ 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უცხოელების ხარჯზე.

და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ ხაჭაპურზე, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, მინუს 10 ყინვაში და დაუგდეთ ფასები“, – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

 

ვიცი ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა.
ძალიან კარგი…

Posted by Dato Liklikadze on ხუთშაბათი, 18 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g