LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივრებმა მუნდიალების საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს: ეს არც პელეა და არც მარადონა (ფოტო-ვიდეო)

67

გულშემატკივრებმა ურუგვაელი ალსიდეს გიჯა მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს ის კაცია, რომელმაც 1950 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში, „მარაკანაზე“ ბრაზილიას გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ურუგვაი გააჩემპიონა.

გამოკითხვა ფიფას სოცქსელებში მიმდინარეობდა. ჯამში 578 024 ადამიანმა მისცა ხმა.

პრეტენდენტთა შორის 32 ფეხბურთელი მოხვდა, გამოკითხვა გავარდნის სისტემით მიმდინარეობდა.

გიჯამ ფინალამდე გზად დაამარცხა ოლივერ კანი, პელე, იოჰან კრუიფი და ბრაზილიელი რონალდო.

ფინალში გიჯა მარადონას შეხვდა. ურუგვაელმა 51% აიღო და გამარჯვებულიც გახდა.

 

 

გიჯა 2015 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები