ნანუკა ჟორჟოლიანის სტუმარი ფეხბურთელი გურამ კაშია გახლდათ, ტელეწამყვანმა მასთან ცალკე ინტერვიუც ჩაწერა და მეუღლესთან ერთადაც. წყვილი უკვე ათი წელია, ერთად არის. ჰყავთ ერთი შვილი, ალექსანდრა. როგორც ცოლ-ქმარი ამბობს, ისინი მეგობრები არიან, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, თუმცა თავისუფალ სივრცეებსაც ტოვებენ…
გურამ კაშია:
„თავიდანვე რომ ვნახე, ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა. მეგობართან რომ ვიყავით, პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა, ვეცადე, რომ ურთიერთობაში შევსულიყავი და ალბათ, გამომივიდა. ოთხი წელი ვიყავი ჩემს პირველ შეყვარებულთან ერთად, დავშორდით და მოკლე პერიოდში შემხვდა თამთა. ძალიან იღბლიანი ვარ.
როცა ავად ვარ და მივლის, მაშინ ვხედავ, რომ ჩემზე ზრუნავს. ხშირია ფეხბურთში, როცა ფეხი გეტკინება ან ცუდად გახდები, თავზე გადაგყვება და ამ დროს გრძნობ ადამიანის სიყვარულს. ძალიან ახლოს ვართ და ერთმანეთს სივრცესაც ვაძლევთ. ასე იმიტომ ვართ, რომ ვუგებთ ერთმანეთს. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით, ვაწვებით. იმიტომ ვარ დღეს მე გარკვეულ დონეზე ჩემს კარიერაში, რომ ასე შემიწყო ხელი ჩემმა ოჯახმა. 24 საათი ჩემთან ერთად არის, იცის, რა მტკივა, რას განვიცდი, ერთმანეთს ვუყოფთ ამ ყველაფერს. ცოლ-ქმარიც არ ვართ, ოჯახი ვართ. სახლში წესები და ვითომ მე რომ კაცი ვარ, ასეთი არ არსებობს…
თამთა გიგაშვილი:
რომ გავიცანი, მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი იყო. თავისუფლად ვიყავი და კომფორტულად. თანაცხოვრებაში არ მახსოვს, გვეკამათოს. ყველაფერზე ვთანხმდებით. როგორიც ვარ, ისეთი ვარ. მეც და გურამიც.
გურამი:
ისეთი ადამიანი ვიპოვე, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ვიქნები…