LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს“

111
გურამ მაჭარაშვილი

„სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს, ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილის სიტყვებით, „ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი არ იყო და რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია საქართველოში ვითომ, პროტესტის მუხტის ასაწევად“.

„რა თქმა უნდა, ეს თავიდანაც არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგ დღეებში მით უმეტეს, როდესაც დადასტურდა, რომ არავის არაფერი მტკიცებულება არ ჰქონდა. ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი არ იყო, მით უფრო, ვერც კი მოძებნეს, რაც არ იყო რას მოძებნიდნენ, ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიმართეს კლინიკებს იმ დღეებში. აქედან გამომდინარე, სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს. ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს. ეს სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ ყველაფრის სათავე არის „დიფ სთეითი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის განცხადებით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. მათივე ცნობით, არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია“.

მიხეილ სარჯველაძე: „ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება – ეს ელემენტარული ქიმიაა!“

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ BBC-ის რეპორტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g