LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს“

107
გურამ მაჭარაშვილი

„თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ სურს, საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეცვალოს – 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია სწორედ ამას მოასწავებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „დაანონსებულ აქციებში ის ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ არჩევნებში მონაწილეობს“.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“ ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების დღისთვის და განსაკუთრებით მეორე დღისთვის. ჩვენ ვნახავთ, რომ იმ დაანონსებულ აქციებში ეს ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში. უკვე აღარ მალავს თავად უცხოური აგენტურაც კი, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. ამას არ მალავენ, აფინანსებენ, ტრენინგებს ატარებინებენ, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები.

ერთ-ერთია მათ შორის, 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც, რომელიც სწორედ ამას მოასწავებს და ამის მერე რაც ექნებათ, ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, 8 ოპოზიციურმა პარტიამ 13 სექტემბერს აქცია დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g