LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ როგავა: „დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის“

125
გურამ როგავა

„ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სოლიდარობის განცხადებები არავის სჭირდება.

„აბსოლუტურად დესტრუქციული, მოშლილი, ჩამოშლილია სასამართლო… ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“ – ნინო ზაუტაშვილი მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

„პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც ვეტყვი – არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის.

„ბათუმელების“ დამფუძნებელს – მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება მოსამართლე  ნინო სახელაშვილმა მიიღო, რასაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისა და ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

ვაპირებ ჩემი და ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას“. – განაცხადა გურამ როგავამ.

ცნობისთვის, თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g