„პრაიმჰაუსში“ დიდი ამბებია – გურამ შეროზია გიორგი მეტრეველსა და კოსტა სანიკიძესთან ერთად აუთსაიდერების სკამზე დაჯდება. შაბათის ლაივზე გადაწყდება, ვინ დატოვებს პროექტს. გურამს ძალიან უნდა პროექტში დარჩენა და ამისთვის ორ მიზეზს ასახელებს, ერთ-ერთი კი წინა კვირის ბოსს, გოგას და მის ულვაშებს უკავშირდება… გოგამ გურამი სრულიად მოულოდნელად დასვა აუთსაიდერების სკამზე:
„წინა ლაივზე რომ ღადაობით ფოტო გადავიღეთ – რას ვიფიქრებდით, რომ ასე მალე აგვიხდებოდა, თან ვის მიერ? :))
შუაში კოსტა იქნება ოღონდ ბაგირას ნაცვლად (კიდევ კარგი დეა არ გვიზის მესამე!).
ორი მიზეზი მაქვს დარჩენის, ანუ პრაიმ სახლში დაბრუნების:
- დეა ?
- ულვაშების მიმოფანტვა ეზოში ?
მესენჯერი ცოტა გვაწვალებს, მიმოწერა წაშალეთ და ახლიდან შედით, მაგრამ ზარია უფრო მთავარი: 0903300306
მადლობა, თქვენი იმედი მაქვს და თუ ჩემს დარჩენას სამართლიანად თვლით და გოგა-გიორგის არ დაუჯერებთ (ან რაა დასაჯერებელი) – ველი მხარდაჭერას! მადლობა დიდი კიდევ ერთხელ“.
გურამ შეროზია ყოფილ ცოლთან მეგობრობს: „ამაში გასაოცარი არაფერია…“