LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

135
ე

ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ სოფლებში ინტერნეტის მიწოდება აუცილებელია. გიორგი გახარიას განმარტებითვე, ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი.

„ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება. იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშავონ, იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ნორმალური განათლება და იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები