LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და თბილისში ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა – მინისტრი

70
BeFunky-collage

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდსიტუაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში განსაკუთრებით საყურადღებოა. ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე რეგიონი გამოყო, კერძოდ, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და თბილისი.

ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად შემცირდა პირბადის გამოყენება და არსებული რეგულაციების დაცვა, რაც ეპიდმდგომარეობაზე აისახება.

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება: ამირან გამყრელიძე

„არც საზოგადოებას და არც მთავრობას არ უნდა, რომ შემდეგ ჩაკეტვა და შეზღუდვებს მიმართოს. დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და პირადი ჰიგიენის ზომები არ არის შესაბამისად დაცული. კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი აისახება ეპიდმდგომარეობაზე.

დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მნიშვნელოვანია თბილისიც.

მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ მთავრობა შეძლებს დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“. – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 31 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g