LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება: ამირან გამყრელიძე

127
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ზრდის ფონზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დაწესდება.

“წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. იგივე იმ სოფლებში, იმერეთის, ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში გვაქვს, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში გვაქვს, აჭარაშიც, აჭარა ტექსტილში, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, გვაქვს შემთხვევების რაოდენობა 88-მდე. რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი

პოპულალურები