LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში საფლავები გაქურდეს

89
1

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საფლავების გაქურდვის ფაქტზე გურიაში 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის – რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.” – წერია შსს-ს განცხადებაში.

მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები