გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტებია:
- ფრირაიდ ტურების აპლიკაცია – პროექტის მიზანია ზამთრის ექსტრემალური სპორტის სახეობებისა და ფრირაიდ ტურიზმის ცენტრის განვითარება ინოვაციური ციფრული პლატფორმის საშუალებით.
- პარფიუმერიის საწარმო – პროექტის მიზანია ინოვაციური, მცირემასშტაბიანი პარფიუმერიის საწარმოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პარფიუმერიის ინდუსტრიის განვითარებას და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.