LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის რწმუნებული ესკალაციის თავიდან აცილებაზე სრულ პასუხისმგელობას მოსახლეობას აკისრებს: გიორგი სიორიძე

80
sioridzegiorgi

“ლელოს” ერთ-ერთი წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ბუკნარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურიის რწმუნებული სრულ პასუხისმგებლობას მოსახლეობას აკისრებს.

“გუშინ, გვიან საღამოს, გავრცელდა გურიის რეგიონში საქართველოს მთავრობის რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას განცხადება, რომლითაც მან კონფლიქტი ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა და შეიძლება ითქვას, რომ გუბერნატორმა ამ განცხადებით ჩვენ გვითხრა, რომ სახელმწიფო ხელებს იბანს და ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილებაზე სრულ პასუხისმგელობას მოსახლეობას აკისრებს”. – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეთანხმება შედგა, პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდება, არ ავყვეთ პროვოკაციებს: მუსლიმთა სამმართველოს მუფტი

შეგახსენებთ, გურიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავდა ორი ადამიანი.

დაპირისპირება სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

მშვიდობა ძმებს შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მიტროპოლიტი იოსები ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები