LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანი ღვინის ფესტივალს მეცხრედ უმასპინძლებს

113
გურჯაანის ღვინის ფესტივალი

11 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის რიგით მეცხრე ფესტივალი ჩატარდება.

წლევანდელი ფესტივალის თემაა „მრავალხმიანი ღვინო“.

სტუმრებს საფესტივალო სივრცეში დახვდებათ უნიკალური ქართული ღვინოები, ადგილობრივი ნაწარმი, ქართული კერძები, ცოცხალი მუსიკა და, რაც მთავარია, საინტერესო აქტივობები ყველა ასაკისთვის.

წლევანდელ ფესტივალში 200-მდე მეღვინე მონაწილეობს.

ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ფესტივალის ორგანიზატორმა ეკა ცისკარაშვილმა ისაუბრა:

გურჯაანის რიგით მეცხრე ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე გაიხსნება. სპეციალურ პავილიონებში მოეწყობა:

  • სომელიეების შოუ
  • B2B შეხვედრები ექსპორტიორებთან
  • ქართული ვაზის ჯიშების გამოფენა
  • ერეკლე მეფის ეპოქის ღვინის ეტიკეტებისა და წიგნების ექსპოზიცია

ღვინის ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ როგორც ადგილობრივი, ისე ცნობილი ქართველი მუსიკოსები და ბენდები, მათ შორის: ანსამბლი „გურჯაანი“, ანსამბლი „ხარება“, მარიამ ბიგვავა, მათე მარტიაშვილი, ანდრია ფუტკარაძე, კვარტეტი „უნისონი“, თბილისური კვარტეტი, ქართული ხმები, თეატრალურის კვარტეტი, ირიაო.

წლევანდელ ღონისძიებაზე სიახლეა – სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის ღვინის პასპორტი შეიქმნა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ:

  • პრემიუმ ხაზის ღვინოების პავილიონში მოხვედრას
  • პრემიუმ ხაზის ღვინოების დაგემოვნებას
  • ყოველი დეგუსტაციის შემდეგ ბეჭდის მოპოვებას პასპორტში
  • შეგროვებული ბეჭდებით სიმბოლური საჩუქრების მიღებას

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g