LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანის ნაყინი იტალიური დანადგარებით დამზადდება: მალე დიეტური ნაყინი გამოვა

734

ნაყინის სეზონი დაიწყო – ბაზარზე კი მალე დიეტური ნაყინი გამოჩნდება. პროდუქციის ახალ სახეობაზე ”გურჯაანის ნაყინი” მუშაობას. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა, დიეტური ნაყინი ცხიმის დაბალი შემცველობითა და დიეტური შაქრით დამზადდება.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაყინისთვის სამედიცინო სინჯების აღება. ველოდებით ნებართვას წარმოების დაწყებაზე. სავარაუდოდ, ახალი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 10 დღეში გამოჩნდება. დიეტური ნაყინის სახელი ჯერჯერობით შერჩეული არ გვაქვს”, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ”გურჯანიის ნაყინი” დამატებით კიდევ 15-ამდე ახალი სახეობის ნაყინის წარმოებას გეგმავს. ”მაისის ბოლოს ველოდებით იტალიიდან უმაღლესი ხარისხის, უახლესი დანადგარის ჩამოსვლას. სწორედ ამ დანადგარით განხორციელდება ჩვენი ნაყინის წარმოება და დამატებითი სახეობისის შექმნასაც შევძლებთ”, – განმარტა კომპანიის დირექტორმა.

რაც შეეხება აღნიშნული ბრენდის ნაყინების ღირებულებას, როგორც გურამ ბერიკაშვილმა აღნიშნა, ”გურჯანიის ნაყინზე” წინა წელს არსებული ფასები შენარჩუნდა- პროდუქცია არც გაძვირდა და არც გაიაფდა.

ცნობისთვის, შპს „აისი“ – იგივე „გურჯაანის ნაყინი“ რამდენიმე ათეული წელია ნაყინის წარმოებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია 30-ამდე დასახელების ნაყინს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g