LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურულ ძმებს, რომლებსაც საზიარო ველოსიპედი დაუპატარავდათ, ორ ახალ ველოსიპედს აჩუქებენ

75
gurianboys201224

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი აქვეყნებს ძმების ფოტოს, მათ ერთი საზიარო ველოსიპედი აქვთ, რომელიც მათი ასაკისთვის შესაბამისი უკვე აღარაა. როგროც გიგამ აღნიშნა, პოსტის დაწერიდან ოთხ წუთში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძმებს ახალი ველოსიპედებით დაასაჩუქრებს.

„ერთი დაპატარავებული ველოსიპედის ბატონ-პატრონი ძმები გურულები მინდა გაგაცნოთ დღეს.

(პოსტის დაწერიდან 4 წუთში ორივე ძმას იქნება ახალი ველოსიპედი)

სიცოცხლით სავსენი, მხიარულები, მოციმციმე თვალებიანები, სხვა 1500 ოჯახთან ერთად, მათაც ექნებათ საკვები ახალ წელს.

გურიის გარდა, სრულიად დასავლეთ საქართველოში იფრინეს დღეს ჰელფებმა.

საოკუპაციო ხაზთან ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად! იქ განსაკუთრებულად უჭირთ.

არ გავჩერებულვართ და არც თქვენ გაჩერდეთ თქვენი ჭირიმე, არ გაჩერდეთ ?

#GE46BG0000000162684987

#GE13TB7962645063300009

PayPal: https://www.paypal.com/paypalme/GMakarashvili

დანიშნულება: #ჰელფები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g