ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ პოპულარულ ტელესახეებს ლარისა გუზეევასა და დიმიტრი ნაგიევს 30 წლის წინ რომანი ჰქონდათ. ეს იყო დრო, როდესაც დაოჯახებული ლარისაც და დიმიტრიც, ერთმანეთის სიყვარულით იწვოდნენ.
სანქტ-პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთმანეთი პირველად უნივერსიტეტის მოსაწევ ადგილზე გაიცნეს. მის დანახვაზე გუზეევამ წამოიყვირა ”როგორი სიმპათიურია” და წავიდა, მეორე შეხვედრა კი ნევსკის უნივერსიტეტში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ერთმანეთის სიყვარულის გამო დათმეს ოჯახი, ლარისა გუზეევა ნაგიევთან გატარებულ რამდენიმე წელიწადს ხალისიანად იხსენებს, ერთ-ერთ პოპულარულ ტელეშოუში ტელეწამყვანმა ინტიმური დეტალების შესახებაც კი ისაუბრა:
”მე დიმას იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ის ჯერ კიდევ ნაგიევი-უმცროსი გახლდათ. მაშინ მეც ძალიან ახალგზარდა და ლამაზი გოგო ვიყავი. მე ის დანახვისთანავე შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებულები ვიყავით. რამდენიმე ხანში ჩვენ ერთ ლოგინში აღმოვჩნდით და პრობლემების მიუხედავად, ურთიერთობაც საკმაოდ კარგად გაგრძელდა. მასთან გატარებული თითოეული დეტალი ჩემს მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი. მასთან სექსის დროს მე დაუღალავად ვგრძნობდი თავს – ის კი ხანდახან იღლებოდა, მაგრამ, ის მაინც საუკეთესოა. ” – განაცხადა ლარისა გუზეევამ.