LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს 3 ვარიანტი – საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ ვირუსი ან მივიღოთ კანონი – ირაკლი კობახიძე

126
kobaxidze-ocneba

„ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი – გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ ვირუსი, მესამე – ამ კანონის მიღება. მოდით მოვუწოდოთ ოპოზიციას აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან, რადგან მეოთხე არ არსებობს“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მისი განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება იმოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და როგორც კი ის დასრულდება, აქტუალობას დაკარგავს ნორმები, რომლებსაც პარლამენტი იღებს.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g