LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვაქვს მოწვევები იტალიიდან და საფრანგეთიდან“ – გოგონათა ჯგუფი „ფრენდ-სი“

254
frind--si

„რადიო დუეტის“ სტუმარი ახლად შექმნილი ჯგუფი „ფრენდ-სი“ იყო, მათ გადაცემის ფარგლებში სადებიუტო ნამუშევრის რადიო პრემიერა გამართეს. გოგონათა კვარტეტმა მსმენელს ცოცხალი შესრულება შესთავაზა და სამომავლო გეგმებიც გაუზიარა.

„ფრენდ-სის“ წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი თანამედროვე მუსიკას ირჩევენ, მაგრამ ქალაქურ და ხალხურ სიმღერებსაც სიამოვნებით მღერიან. ხარისხიანი მუსიკა და ცოცხალი შესრულება კი მათი არჩევანია.

„მოდი მალე“ ასე ქვია ახალ სიმღერას, რომლის ტექსტიც ნანა ცინცაძეს, არანჟირება კი კობა მესხიას ეკუთვნის, ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში. სხვადასხვა დროს, არაერთი მომღერალი მღეროდა ამ სიმღერას, მათ შორის სტივ ვანდერიც, მაგრამ როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ მათ იმდენად განსხვავებული ვერსია შექმნეს, რომ  მსმენელის დიდმა ნაწილმა  შესაძლოა, ვერც კი ამოიცნოს პირველადი კომპოზიცია.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g