გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი, ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა. დაშავდა სამი ადამიანი.
მომხდარს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია:
„გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას, ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას.
გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად.
გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის…
ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა – ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.
გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებძოლს, ელენეს და ანას. გუშინ…
Posted by Nika Melia on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024