LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს წინადადებები, იდეები, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ: კრისტიან დანიელსონი

81
კრისტიან-დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე წინადადებებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისული ნაბიჯები მოლაპარაკებებში ჩართულმა ორმა მხარემ უნდა გადადგას.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიებს დავეხმაროთ. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ“, – აღნიშნა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა. დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ველი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, ახლა კომპრომისის დროა – კრისტიან დანიელსონი

magti 5g