LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ

40
დიმიტრი საძაგლიშვილი

„მოსამართლეებმა აირჩიეს ლაშა ჩხიკვაძის გზა და მოაწერეს ხელი განაჩენს, რომელიც არის ყალბი. თავად ეს მოსამართლეები ამაში დარწმუნებულები არიან, მაგრამ გადაწყვიტეს იკისრონ ეს მძიმე ტვირთი, რაც ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხელის შემშლელი გადაწყვეტილების დატოვებას“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

გვარამიას უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ „სააპელაციომ გვარამიაზე გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა“.

„მან [მოსამართლე] პატიმრობაში დატოვა ნიკა გვარამია და ერთადერთი რაც შეცვალა: იმის გამო, რომ აქამდე ნიკა გვარამია პატიმრობაში იმყოფებოდა ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, ახლა თქვა, რომ 2015 წლის ეპიზოდზეც, სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა. მათი არჩევანია, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძიმედ ინანებენ არც თუ ისე შორეულ მომავალში ამ გადაწყვეტილებას.“ – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“

magti 5g