LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვენ სტეფანი American Music Awards-ზე სპეციალური პერფორმანსით წარდგება – დაანონსდნენ სხვა პერფორმერებიც

118
photo-collage.png (1)

26 მაისს, American Music Awards-ზე, გვენ სტეფანი სპეციალურ პერფორმანსსს გამართავს. ცერემონიაზე არტისტი სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Love. Angel. Music. Baby. გამოსვლიდან საიუბილეო, 25-ე წლის აღსანიშნად, საკულტო ჰიტებს, მათ შორის What You Waiting For?, Rich Girl, Hollaback Girl, Cool, Luxurious შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სტეფანიმ, როგორც სოლო შემსრულებელმა, ,,ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების” ნომინაციები ამ რანგში დებიუტისთანავე მოიპოვა. 2005 წელს ის დაჯილდოების ორ – ,,წლის არტისტისა” და ,,საუკეთესო პოპ/როკ ქალი არტისტის” ნომინაციაში წარადინეს. ამ უკანასკნელში გამარჯვებით, მას ამ დრომდე ერთი ჯილდო აქვს მიღებული. გვენი დაჯილდოების ნომინანტად, სამჯერ დასახელდა.

უცნობია, შეუერთდება თუ არა მომღერლის გამოსვლას ბლეიკ შელტონი, რომელიც საღამოზე პერფორმერთა შორისაა.

ცნობილი გახდა, რომ ცერემონიაზე ასევე ბენსონ ბუნი, ლეინი უილსონი, რენე რეპი და გლორია ესტეფანი იმღერებენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მუსიკის 51-ე დაჯილდოებაზე სპეციალური შოუებით, ჯენიფერ ლოპესი და ჯენეტ ჯექსონიც წარდგებიან.

ჯენიფერ ლოპესმა ცხვირი დაიზიანა – გაიგე მიზეზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები