LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვერდი ვერ ავუარე ამ არაჩვეულებრივი გოგოს არაჩვეულებრივ ნამღერს.. დამოუკიდებლად, ყველას დახმარების გარეშე წავიდა აშშ-ში და საუკეთესო გამოსვლით დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“ – ლევან კბილაშვილის დედა ნინი ბრეგვაძის წარმატებაზე

534
Untitled design (1)

ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ, თავისი ნიჭით არამხოლოდ ქართველი, არამედ ამერიკელი ხალხიც აალაპარაკა. The Voice-ის პროექტში ნინის არაჩვეულებრივი გამოსვლები ჰქონდა და ჟიურის წევრებისგან და არამარტო, დადებით შეფასებებს იმსახურებდა.

პროექტის ფინალში გასასვლელად სამწუხაროდ, ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ნინი „ვოისს“ გამოთიშა.

ნინი ბრეგვაძე: „იმედია დამწუხრებულები არ ხართ..მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას..მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!“

ვიდეო: „ჩემი კარიერა ახლა იწყება“ – ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – ნახეთ მომღერლის ბრწყინვალე შესრულება და მისი მწვრთნელის ემოციები

ნინი ბრეგვაძესთან დაკავშირებით, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც მელიტა ფურცელაძე აღნიშნავს, „ნინი ბრეგვაძე დამოუკიდებლად, ყველას და ყველაფრის დახმარების გარეშე წავიდა აშშ-ში, მოუსმინეს და თავისი მოკრძალებული და საუკეთესო გამოსვლით დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია“.

„მიუხედავად იმისა,რომ არანაირი მუსიკის და სიმღერის გაგონება არ მინდა და კომენტარზე ზედმეტია საუბარი, ვერ შევძელი, გვერდი ვერ ავუარე ამ არაჩვეულებრივი გოგოს არაჩვეულებრივ ნამღერს. ეს ბავშვი მარტო, ჩუმად, დამოუკიდებლად, ყველას და ყველაფრის დახმარების გარეშე წავიდა, მივიდა, მოუსმინეს და დღეს თავისი მოკრძალებული და საუკეთესო გამოსვლით დიდი აღფრთოვანება გამოიწვია როგორც მომღერალმა და როგორც პიროვნებამ. წარმატებას და უპირობო გამარჯვებას იმსახურებ კარგო გოგო ?“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

 

 

მიუხედავად იმისა,რომ არანაირი მუსიკის და სიმღერის გაგონება არ მინდა და კომენტარზე ზედმეტია საუბარი, ვერ შევძელი, გვერდი…Posted by Melita Purceladze on Tuesday, December 12, 2023

 

„აი ასეთია უფილტრო, უშუალო და ნამდვილი ვარსკვლავი“ – საბა ვაჩიბერიძე ნინი ბრეგვაძის ამაღელვებელ კადრებს გვიზიარებს

„ნინის ეს შესრულება „გრემის“ იმსახურებს“ – ცნობილი გამოცემა ამერიკულ Voice-ში ნინი ბრეგვაძის ბოლო გამოსვლას უმაღლეს შეფასებას აძლევს

ვიდეო: „შენ ხარ ყველაზე იშვიათი ადამიანი, რომელიც ამ შოუში ვნახეთ.. ვიცი, რომ შენს უამრავ ჩანაწერს გაყიდი“ – ემოციური დიალოგი ნინი ბრეგვაძეს და ნაილ ჰორანს შორის ხმების გაგებამდე

ვიდეო: „ჩემი კარიერა ახლა იწყება“ – ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – ნახეთ მომღერლის ბრწყინვალე შესრულება და მისი მწვრთნელის ემოციები

ვიდეო: „ეს იყო დაუჯერებელი“ – ნინი ბრეგვაძემ The Voice-ის ნახევარფინალში ფურორი მოახდინა: ნახეთ, როგორ შეაფასა ჟიურიმ მისი გამოსვლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები