LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვერდით მოსაწყენი ადამიანი მჭირდება“. – მაილი საირუსი პირადი ურთიერთობების შესახებ ალაპარაკდა

95
mileycyrus-liam-hemsworth-cody-simpson

27 წლის მაილი საირუსი და 23 წლის კოდი სიმპსონი 10 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების განცხდებით, წყვილის რომანი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

სულ ცოტა ხნის წინ, მაილიმ ბლოგერ, ალექსანდრა კუპერის პოდკასტში, Call Her Daddy podcast სტუმრობისას გაამხილა, რომ მომავალ ურთიერთობაში სიმშვიდეს ეძებს. მან განაცხადა, რომ  სურს, მისი მომავალი პარტნიორი მოსაწყენი ადამიანი იყოს.

„ვწუწუნებ ხოლმე, რომ მოსაწყენი პარტნიორები მყავს, თუმცა, ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება. მე მჭირდება, რომ მოვიწყინო. იმისათვის, რომ  დავმშვიდდე, გვერდით სერიოზული ადამიანი უნდა მყავდეს“. – განაცხადა 27 წლის არტისტმა.

https://www.youtube.com/watch?v=Q7RSbUk4I1g&feature=emb_title

შეგახსენებთ, ლიამ ჰემსვორტთან განშორების შემდეგ, საირუსს  რომანი კეიტლინ კარტერთან, ჰქონდა, შემდეგ კი კოდი სიმპსონს ხვდებოდა. ახლა მაილი თავისუფალია და ღიაა ახალი ურთიერთობებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები