LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვიან დავბრუნდი, სახლთან მელოდებოდნენ – როცა დამაგდეს, არ ვიცი რამდენი მირტყამდა, ორი მინიმუმ… კანონს რატომ ეწინააღმდეგებიო რაღაც ეგეთიც თქვეს“ – გია ჯაფარიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

232
გია ჯაფარიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე, გუშინ, გვიან ღამით მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ წაქცევის შემდეგ, ორი ადამიანი მაინც ურტყამდა.

ჯაფარიძე იხსენებს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა უთხრეს, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა კანონს [საუბარია ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტზე]:

„სახლში დავბრუნდი გვიან… სახლთან მელოდებოდნენ, არ ვიცი, ზუსტად რამდენი ადამიანი იყო, ორი მინიმუმ. ალბათ, უფრო მეტიც იყო იმიტომ, რომ ყველა მხრიდან იყვნენ. ერთ ადამიანზე მეტი რომ მირტყამდა, ეს ნამდვილად ვიცი.

„ბევრი მირტყამდა… ბეისბოლის „ბიტებივით” ჰქონდათ” – ზურა ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ სცემეს

„ბეისბოლის“ ჯოხებივით ეკავათ, თეთრი ფერის, მერე როცა დამაგდეს, არ ვიცი რამდენი მირტყამდა. ორი მინიმუმ, ბევრი ფეხი მხვდებოდა, კანონს რატომ ეწინააღმდეგებიო რაღაც ეგეთიც თქვეს.“ – იხსენებს გია ჯაფარიძე.

გია ჯაფარიძე თავდასხმის დეტალებზე

"ბეისბოლის ჯოხებივით ეკავათ რაღაც, მინიმუმ 2 მირტყამდა, ბევრი ფეხი მხვდებოდა" | გია ჯაფარიძე თავდასხმის დეტალებზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday 9 May 2024
magti 5g