გვინეტ პელტროუს ნამდვილად გაუმართლა, ის წარსულში ისეთ ვარსკვლავურ მამაკაცებს ხვდებოდა, როგორებიც ბრედ პიტი და ბენ აფლეკი არიან. ახლახან, პოდკასტში 50 წლის პელტროუ მსოფლიოში ყველაზე სასურველ მამაკაცებზე ალაპარაკდა და ინტიმური დეტალებიც გააჟღერა. ბრედ პიტისა და ბენ აფლეკის გარდა, მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიოს შესახებაც ისაუბრა.
როგორც ირკვევა, გვინეტი ის ერთადერთი ქალია, რომელიც გაკადნიერდა და სრულიად ჰოლივუდის ლამაზმანების გულთამპყრობელს, ლეონარდოს სასიყვარულო კავშირზე უარი უთხრა.
მისი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ლეონარდომ მასთან რომანის გაბმა სცადა, თუმცა, მას ლეოს მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა.