გვინეტ პელთროუსა და Coldplay-ის ფრონტმენის, კრის მარტინის ქალიშვილს, ეპლს 16 წელი შეუსრულდა.
ამაყმა დედამ „ინსტაგრამზე“ იუბილარის ფოტოები ატვირთა, სადაც 16 წლის გოგონა ყვავილებიანი კაბით პოზირებს. ის დედას საოცრად ჰგავს.
„შენ ჩემი გულის სინათლე ხარ, უშრეტი სიხარული, საოცრად ჭკვიანი ხარ და შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქცს, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დრო ისაა, როდესაც შენი დედა გავხდი“, – დაწერა გვინეტმა სოციალურ ქსელში.