LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტეთ გზა… შეშინებული კი არა, მეცინება ამ ყველაფერზე“ – ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო

172
ნატალია ყიფშიძე (2)

ე.წ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, მსახიობის ნატალია ყიფშიძის ინფორმაციით, სხვა სამოქალაქო აქტივისტების მსგავსად, სასამართლო მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება.

როგორც მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოთან მედიასთან აღნიშნა, მისი პროცესი პროცესი 28 მაისისთვის გადაიდო.

ფოტო სასამართლოდან: ნატალია ყიფშიძის სასამართლო პროცესი იწყება

„ჩემი [სასამართლო პროცესი] გადაიდო 28-ში, 11 საათზე. იმიტომ, რომ არც ვიცოდით რომელ დღეზე იყო ეს ამბავი, რა მტკიცებულება ჰქონდათ.

მივედით სასამართლოში და გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტე გზა, რომელიც მახსოვს მკაფიოდ, ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი.

ასევე ნახეთ

„გაათავისუფლეთ ჩვენი მეგობრები! გაათავისუფლეთ საქართველო!“

წერია დროები, რა დროს სად ვიყავი, რამდენ ადამიანთან ვიყავი იმ ფოტოებშიც. ჩანს და ვიდეოებშიც და, რა ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, შეშინებული კი არა, უფრო მეცინება ამ ყველაფერზე. იმიტომ, რომ რაში გვადანაშაულებენ ვერ ვხვდები“. – აღნიშნა ნატალია ყიფშიძემ.