LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ 3 წელია სექსი არ გვქონია – პრობლემები წყვილებში

1971
couple 2

ბრიტანეთის ერთ-ერთი სამედიცინო ჟურნალი კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ თანამედროვე სამყაროში წყვილებს პირად ურთიერთობებში იმაზე მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე გასულ წლებში ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ

ყოველ მესამე ქალს და კაცს სექსი თვეში ერთხელაც არ აქვს.

მათ კი, ვინც დაქორწინებულია ან უბრალოდ ერთად ცხოვრობენ, სექსუალურ აქტივობებში დიდი იმედგაცრუება აქვთ.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში შარლოტა და იაკობი ყვებიან, რომ მათ სამი წლის განმავლობაში სექსი არ ჰქონიათ. ისინი ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და მიიჩნევენ, რომ ამის გარეშეც ბედნიერები არიან. იაკობი ამბობს, რომ გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანი ჰყავს და სექსი გადამწყვეტი არაა.

ამანდა და სტივი კი, რომლებიც 6 წელია დაქორწინებულები არიან და 2 წლის შვილი ჰყავთ, ყვებიან, რომ მათ უბრალოდ ამის დრო არ აქვთ. მათი თქმით, მცირეწლოვან შვილთან ერთად აქტიური სექსუალური ცხოვრება შეუძლებელია.

 

ბრიტანეთის ეროვნულ კვლევაში 34 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა, 16-44 წლამდე გამოკითხულთა 41%-ს სექსი კვირაში ერთხელ აქვს. ბოლო 10 წელში 23%-დან 29%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სექსი მხოლოდ თვეში ერთხელ აქვთ.

ლონდონის ერთ-ერთი სამედიცინო სკოლის მკვლევარები ამბობენ, რომ სექსუალური ცხოვრების გაუარესება იმ ადამიანებში შეინიშნება, რომლებიც მანამდე აქტიურები იყვნენ.  პრობლემა კი, ძირითადად, იმ წყვილებშია, რომლებიც დიდი ხანია, დაქორწინებულები არიან ან უბრალოდ ერთად ცხოვრობენ.  გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ქალი და მამაკაცი ამბობს, რომ მათ სურთ, უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ არ აქვთ.


ნაკლები დრო, დაღლა თუ სტრესი?

წამყვანი მკვლევარი, პროფესორი კაიე ვილინგსი ამბობს, რომ თანამედროვე ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპი შესაძლოა, იმის მიზეზი იყოს, რომ ადამიანებს დღეს უფრო ნაკლებად უჩნდებათ სექსის სურვილი.

„საშუალო ასაკი ეს არის „სენდვიჩების თაობა“ – ეს ადამიანები, კაცებიც და ქალებიც ყოველდღე გარბიან სამსახურში, ბავშვებს აქცევენ ყურადღებას, აქვთ პასუხისმგებლობები, როგორც მშობლებს და ამასობაში ეს ქცევები მათ აბერებთ. ეს სოციალური ზეწოლა სექსუალურ აქტივობებს ამცირებს“, – ამბობს მკვლევარი.

ზოგიერთი პროფესორი კი მიიჩნევს, რომ რაოდენობის სიმცირე მთავარი პრობლემა არაა. სექსთერაპევტი პიტერ სედინგტონი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. გარდა ამისა, არ არის აუცილებელი სპონტანურობა. შეგიძლიათ დღიურში სექსის თარიღი ჩაინიშნოთ, რაც დღევანდელ რეალობაში გასაკვირი სულაც არაა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g