ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გუგა ჯიჯავაძე, ირლანდიის South-East Technological University (SETU) და ესპანეთის FTE Jerez საფრენოსნო აკადემიის ერთობლივ ავიაპილოტირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
მრავალეტაპიანი შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართველი სტუდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში საავიაციო ხელოვნებას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში დაეუფლება.
აღნიშნულ ინფორმაციას საგანმანათლებლო ცენტრი PRIME STUDY ავრცელებს და ოფიციალურად ულოცავს ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, გუგა ჯიჯავაძეს, უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო წარმატებას.
„PRIME STUDY ულოცავს
ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს
, გუგა ჯიჯავაძეს ირლანდიის
South-East Technological University (SETU) და ესპანეთის
FTE Jerez საფრენოსნო აკადემიის ერთობლივ ავიაპილოტირების
საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას! ![]()
ქ. კადისში FTE Jerez ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და ელიტურ
საფრენოსნო
აკადემიად ითვლება
მისი კურსდამთავრებულები მართავენ ისეთი ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდებს, როგორიცაა British Airways, Etihad, IBERIA, და norwegian.
გუგამ წარმატებით გაიარა მრავალეტაპიანი შერჩევის პროცესი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ირლანდიასა და ესპანეთში დაეუფლება ავიაპილოტის პრესტიჟულ პროფესიას! წარმატებებს და უსაფრთხო ფრენებს
ვუსურვებთ გუგას!“, – აღნიშნულია პოსტში.
