LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზები, ტროტუარები, სკვერები: თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

799
NUG-0837

დედაქალაქის სამ რაიონში სარეაბილიტაციოა სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე N27-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

სკვერის 2400კვ/მ ფართობზე საბავშვო მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, ასევ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე გამწავენის სამუშაოები ჩატარდება და სეზონური ყვავილებით საქართველოს და პრაღის დროშები გამოისახება.

აღსანიშნავია, რომ სკვერში LED განათების სისტემა და საპარკე სკამები დამონტაჟდება და ადგილობრივებს ცნობილი მწერლის, ფრან კაფკას წიგნის ილუსტრაციების ხილვის შესაძლებლობა მიეცემათ.

ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო.

“პრაღასთან დამეგობრების შემდეგ, პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც საბურთალოს რაიონში დავიწყეთ, ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაა. რაიონში ეს ყველაზე განსხვავებული სივრცე იქნება, სადაც პრაღისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს რაიონს კიდევ ერთი თანამედროვე, ულამაზესი და გამწვანებული სივრცე შეემატება” – აცხადებს გაიოზ ვასაძე.

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 595 ლარია გამოყოფილი.

 

  

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნაძალადევის რაიონშიც, თოდრიას ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 14 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ადგილზე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

“თოდრიას ქუჩაზე წლების განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და ბევრი ოჯახიც ცხოვრობს. გზის რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დასრულდება”, – აცხადებს ირაკლი ხელაძე.

გზის კაპიტალური შეკეთება ნაძალადევის რაიონის გამგეობას 428 580 ლარი დაუჯდება.

 

 

სამგორის რაიონის გამეგობამ კი ლილოს დასახლების ცენტრალური, სტურუას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ/მ ფართობზე მოწესრიგდება. ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ასევე მოწესრიგდება მიმდებარე ეზოებიც. პროექტს ღირებულება 750 000 ლარია. გზის კაპიტალური რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g