LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ გრძელდება

47240015_327129374805365_7206982760802549760_n

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე  გრძელდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა: 27 ნოემბერს – თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე – 2.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.1-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარსა და ვარკეთილში – 1.2-ჯერ. 28 ნოემბერს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 2.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 1.1-ჯერ, რაც გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 29 ნოემბერს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.1-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე – 1.3-ჯერ. 30 ნოემბერს, 1 და 2 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 3 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე – 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში  1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ქვლივიძის ქ.N1 – N31-ე საჯარო სკოლასთან, ვარკეთილის მე-III მიკრორაიონი – N180-ე საჯარო სკოლასთან, სუხიშვილის ქუჩა – N10-ე საჯარო სკოლასთან, შამანაურის ქ.N8 – N196-ე ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები