გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, უცნობმა პირებმა პომიდვრები ესროლეს. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებაზე მოხდა.
პომიდორი გერმანიის კანცლერს არ მოხვედრია, მერკელს ძირს დავარდნილი პომიდვრის შხეფები პიჯაკზე შეესხა. ის ინციდენტს მშვიდად შეხვდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სამი ათასი ადამიანი იმყოფებოდა. მათ გვერდით დემონსტრანტების მცირე ჯგუფი იდგა, რომლებსაც ხელში ეკავათ პლაკატი წარწერით „მერკელი უნდა წავიდეს“.
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.
