LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაიდი კლუმი 18 წლის ქალიშვილთან ერთობლივი ფოტოსესიის გამო მწვავედ გააკრიტიკეს

479
page

ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილმა, ლენი კლუმმა დედასთან, იტალიური ბრენდის, Intimissimi-ის ახალ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესიაში დედა შვილი მაქმანებიანი თეთრეულით პოზირებს. ფოტოები მართლაც საოცრად დახვეწილი და შთამბეჭდავი გამოვიდა, თუმცა ფოტოსესიამ საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ბევრი მიიჩნევს, რომ 18 წლის გოგონასთვის ფოტოსესია ზედმეტად სექსუალური იყო.

„რა საჭიროა 18 წლის გოგომ ასეთ ფოტოსესიაში მიიღოს მონაწილეობა?“, „ეს ყველაფერი ცოტა ზედმეტია“, – წერენ კომენტარებში.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არც ჰაიდის და არც ლენის არ აღელვეთ.

„მე გამოხმაურებები არ მინახავს, დედასთან შესანიშნავი დღე მქონდა, კმაყოფილი ვარ ფოტოსესიით“, – განაცხადა ლენიმ.

ცნობისთვის, ეს ლენის პირველი ფოტოსესია არ გახლავთ, მისი დებიუტი 2020 წელს შედგა, რიდესაც მან დედასთან ერთად „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა.

ფოტო/ვიდეო: ჰაიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი „ვოგის“ გარეკანზე – დედა-შვილის ემოციური ვიდეორგოლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები