ჰაიდი კლუმი საქმროსთან, ტომ კაულიცთან ერთად მიუნხენის “ალიანც არენაზე” დააფიქსირეს, სადაც ბუნდესლიგის გადამწყვეტ მატჩში “ბაიერნმა” ”აინტრახტი” 5:1 დაამარცხა და გერმანიის ჩემპიონი გახდა.
გაირკვა, რომ ვარსკვლავური წყვილი სწორედ ჩემპიონს გულშემატკივრობდა, რის გამოც 45 წლის სუპერმოდელი პუბლიკის წინაშე სიტყვითაც გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის მარტში გახდა. ისინი შობის ღამეს დაინიშნენ.
ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი დაინიშნენ (ფოტო)