LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაილბრონი 2027 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქი გახდება

102
Screenshot 2025-10-23 094603

გერმანიის ქალაქმა ჰაილბრონმა კონკურენტულ ბრძოლაში მოიპოვა უფლება, გახდეს ევროპის მწვანე დედაქალაქი 2027 წელს. ეს სტატუსი ენიჭება იმ ქალაქებს, რომლებიც გამორჩეულია ეკოლოგიურობით და რომელთა გარემოს დაცვითი პრაქტიკები შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ევროპის სხვა დასახლებული პუნქტებისთვისაც.

ჰაილბრონი გახდა ევროპის მწვანე დედაქალაქი დაბალი ხმაურის დონის, კლიმატის ცვლილებისადმი წარმატებული ადაპტაციის, ჰაერის ხარისხისა და ციკლური ეკონომიკის დამსახურებით.

ხმაურის დასაძლევად დასახლებაში იყენებენ ხმაურის შემამცირებელ ასფალტს, ხოლო განსაკუთრებით დატვირთულ გზებზე სიჩქარე 40 კმ/სთ-მდეა შეზღუდული და ახლომდებარე სახლებში აყენებენ ორმაგ ფანჯრებს. გარკვეული პარკები, ბაღები, სასაფლაოები და სხვა ზონები გამოცხადებულია „მშვიდ ზონებად“, სადაც ხმაური აკრძალულია. გარდა ამისა, ქალაქი გეგმავს მუნიციპალური სატრანსპორტო პარკის ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებას.

ჰაილბრონი აქტიურად ზოგავს წყლის რესურსებს და აგროვებს წვიმის წყალს პარკებისა და სკვერების მოსარწყავად, ასევე ქუჩების მოსარეცხად. გარდა ამისა, ქალაქში დამონტაჟებულია ინოვაციური ფილტრები სასმელი წყლისთვის და დაწყებულია ძველი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რათა წყალი უფრო სუფთა გახდეს.

ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჰაილბრონი ავითარებს ელექტროსკუტერების გაქირავების სისტემას, თუმცა მკაცრი წესებით: მაგალითად, არ შეიძლება მათი გაჩერება ფეხით მოსიარულეთა ზონებში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების წინ, პარკებსა და ტყის მასივებში.

აღსანიშნავია, რომ ჰაილბრონის გარდა, 2027 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულს მიიღებენ ასევე ასენი (ნიდერლანდები) და სიენა (იტალია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები