LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერები BMW-ს მფლობელებს დაეხმარებიან, რომ დამატებითი ოფციებისთვის ფული არ გადაიხადონ

45
Capture

ტრადიციულად ისე დამკვიდრდა ყველაფერი, რომ ყველა ახალ ავტომობილს მოჰყვება ფუნქციები, რომელთა მიღებაც დამატებითი თანხის გადახდის შემდეგაა შესაძლებელი. თუკი წარსულში ასეთი ოფციები სალონის გაფორმებას, ძრავის სიმძლავრის გაზრდას ანდაც სახურავზე ლუქს შეეხებოდა, ამიერიდან მათ სიაში ადაპტირებული კრუიზ კონტროლი და სავარძლების გათბობაც კი მოხვდა. ამასთან, მსოფლიოში არსებობს ჰაკერთა დაჯგუფება, რომლებსაც ამ ფუნქციების უფასოდ განბლოკვა შეუძლიათ.

გასულ კვირას კომპანია BMW-მ სამხრეთ კორეაში სავარძლების გათბობის ფასიანი სისტემა დააანონსა. ოფცია თვეში 18 დოლარი ეღირება. ჰაკერებმა კი განაცხადეს, რომ ავტომფლობელებს ამ ფუნქციის გააქტიურებაში დაეხმარებიან.

სპეციალისტებმა კარგად იციან, თუ როგორ უნდა დაამატონ ავტომობილს დამატებითი ფუნქციები, წაშალონ არასასურველი პროგრამები. მათთვის მთავარი კლიენტის სურვილია და თუკი BMW-ების მძღოლები ასეთ სურვილს გამოთქვამენ, პროგრამის განბლოკვა პრობლემა არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები