LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელი „მიშელის შეთანხმებაზე“: სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება არ შესრულდა – ეს რეფორმები, საქართველოს სჭირდებოდა

63
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკურ მხარეებს შორის საქართველოში მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. როგორც ჰარცელმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა, ეს რეფორმები, რომლის ნაწილიც არ შესრულებულა, საქართველოს სჭირდებოდა.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული იქნა, არ იქნა ბოლომდე განხორციელებული საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად… ეს არის რეფორმები, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით…

19 აპრილის შეთანხმება ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევრომისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში…

ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები.“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რატომ იყო ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.

„მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევრომისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? – უნდა დავსვათ ეს კითხვა.

ევროკავშირი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარეს. ჩვენ არ დავიღლებით და არ ჩავიქნევთ ხელს, მაგრამ კონსოლიდაცია ქვეყნისა უნდა მოხდეს საქართველოსა და ქართველების მიერ“, – თქვა ელჩმა.

რა (არ) შესრულდა? – NGO-ებმა შარლ მიშელის შეთანხმება შეაფასეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g