ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 2016 წელს ახალი ავტომობილი და მოტოციკლი შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ავტომობილი Fiat 500 Biposto მას 50 ათასი ევრო დაუჯდა, მოტოციკლი Harley Davidson Bobber კი – 20 ათასი ევრო.
კალაძის საკუთრებაშია კიდევ 2 მოტოციკლი (Harley Davidson Sprinter და Harley Davidson V ROD) და 4 ავტომობილი (Bentley Continental, Mercedes G63, Mercedes Benz AMG GTS და Ferrari GTO).
წყარო: imedinews.ge