LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლ ქალებს კომპენსაციის სახით 19 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან

915
gettyimages-474397284-1507668482

ქალებს, რომლებიც კინოპროდუსერ ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, კომპენსაციის სახით 19 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას ნიუ-იორკის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა „ტვიტერის“ საშუალებით ამცნო.

„ამდენი გამოძიების, მუქარებისა და დისკრიმინაციის შემდეგ ეს ქალბატონები როგორც იქნა მიიღებენ სამართლიანობას“, – განაცხადა ჯეიმსმა. მისი თქმით ანულირებული იქნება ე.წ. „გაუთქმელობის ხელშეკრულებები“, რომლებიც თავის დროზე მსხვერპლმა ქალებმა გააფორმეს და შესაბამისად, მათ შეეძლებათ თავისუფლად ისაუბრონ იმაზე, რაც თავს გადახდათ.

11 მარტს სასამართლომ კინოპროდუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისათვის 23 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაისში იგი ძალადობაში კიდევ ოთხმა ქალმა ამხილა, რომელთაგან ერთიც ვაინშტიანის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g