„ჰარი პოტერის“ სერიალის გადაღებები აქტიურ ფაზაშია შესული. სულ ცოტა ხნის წინ HBO-მ წარადგინა მსახიობები, რომლებიც სერიალში უიზლებს განასახიერებენ.
ტყუპებს, ფრედსა და ჯორჯს, ტრისტან და გაბრიელ ჰარლანდები განასახიერებენ. პერსის როლს რუარ სპუნერი მოირგებს, ჯინის როლში კი გრეის კოკრეინია წარმოდგენილი.
ცნობისთვის, სერიალი ჯოან როულინგის ყველა შვიდი წიგნის დეტალური ეკრანიზაციაა. პროექტი ათწლიან პერიოდზეა გათვლილი, ხოლო პრემიერა 2027 წელსაა დაგეგმილი.
„ჰარი პოტერის“ სერიალისთვის ჯადოსნური ქალაქის ასაშენებლად, მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა
ჯადოქრობა ბრუნდება! – ცნობილია, ვინ შეასრულებს „ჰარი პოტერის“ სერიალში დამბლდორის როლის



