LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰეილი ბიბერი „ვიქტორიას სიქრეთის“ ცეცხლოვან საშობაო ფოტოსესიაში

213
page

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰეილი ბიბერი არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საკვერცხეზე მოზრდილი კისტა აღენიშნება, რის გამოც თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

ძალიან მოკლე კაბა და 11600 ევროიანი მანტო – ჰეილი ბიბერი შემაშფოთებელი დიაგნოზის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ამ განცხადების შემდეგ, ჰეილი პაპარაცების ობიექტივში უკვე მოხვდა, როგორც ჩანს, ის არც სამოდელო კარიერის დაპაუზებას გეგმავს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჰეილი „ვიქტორიას სიქრეთის“ საშობაო კამპანიაში სახე გახდა.

ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა საოცრად ცეცხლოვანი და შთამბეჭდავი ფოტოების სერია, რომელშიც 26 წლის მოდელი წითელ თეთრეულში პოზირებს და შეუდარებლად გამოიყურება.

„აქ ბავშვი არ არის, საკვერცხეზე ვაშლის ზომის კისტა მაქვს“ – ჰეილი ბიბერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები