„ჰელოვინი“ ინგლისში ძალიან სამხიარულო და ხალხურ-საბავშვო თამაშია, რაღაცნაირად ჰგავს ჩვენს ჭიაკოკონობას, რომელიც ბოლო 20 წელში თითქმის სრულიად მოსპო გაბატონებულმა შიოლამადიდებლურმა ეკლესიამ და ასევე ჭონას: ბავშვები დადიან კარდაკარ და ღებულობენ საჩუქრად ტკბილეულობას, ასევე არის ხუმრობები და სანახაობრივი წარმოდგენა- დეკორაციები,“- დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ჰელოუინთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენი საპატრიარქო რომ ასეთ საკითხზე ამხელა ყურადღებას იჩენს ამდენი წელია, მეტყველებს მათ დიდ პრიმიტივიზმზე და თეოლოგიური დონის დეფიციტზე. მეორეს მხრივ, ამას კარგად იყენებენ დასავლეთის დემონიზაციისთვის და ფობიების გასაღრმავებლად.
ჰელოვინი ინგლისში ძალიან სამხიარულო და ხალხურ-საბავშვო თამაშია, რაღაცნაირად ჰგავს ჩვენს ჭიაკოკონობას, რომელიც ბოლო 20…
Posted by დეკანოზი ილია ჭიღლაძე on ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023
ჩემი ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად კარგად ერთობიან ხოლმე და მეც მათთან ერთად.
ასე რომ, ვისაც გსურთ, აღნიშნეთ „ჰელოვინი“ და იმხიარულეთ!“- წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.