LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკი მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიური ტურისტული ქალაქია

104
573884479_10234276175540540_6344147078360551082_n

ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურ ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს. საინტერესო რეიტინგს Noticias Ambientales აქვეყნებს.
ეს არის ყოველწლიური კლასიფიკაცია, რომელიც 70 განსხვავებულ მაჩვენებელს აერთიანებს, რათა განსაზღვროს ყველაზე ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ტურისტული მიმართულებები სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად, გამარჯვებისთვის მთელ მსოფლიოში 100 ქალაქი იბრძოდა.

პირველი ადგილის მოპოვებაში ჰელსინკის რამდენიმე მდგრადი განვითარების პროგრამამ შეუწყო ხელი.

ამ პროექტების მიზანია ტურიზმის ნახშირბადის კვალის გაზომვა – პირველ რიგში საუბარია ავიამგზავრობაზე და იმ ტურისტული კომპანიებისა და ობიექტების მხარდაჭერა, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ეკოლოგიურ პრინციპებს დიდ ყურადღებას აქცევენ.
ფინეთში ყოველწლიურად იზრდება ეკო-სერტიფიცირებული კომპანიების რაოდენობა.

ჰელსინკის 50-ზე მეტი ნომრის მქონე სასტუმროების 99%-ს ეკოლოგიური სერტიფიკატი აქვს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

გარდა ამისა, ქალაქის ელექტროენერგიის 54% განახლებადი წყაროებიდან წარმოიქმნება, ხოლო ყოველ 100 000 მცხოვრებზე 9376 ჰექტარი მწვანე ზონა მოდის.

ჰელსინკის გეგმაშია 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 80%-ით შემცირება.
2025 წელს ქალაქს ტურისტების რეკორდული რაოდენობაც ეწვია.

ფინეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა წლის პირველ შვიდ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა.

TOP-10 ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი ტურისტებისთვის:

ჰელსინკი (ფინეთი)
გეტებორგი (შვედეთი)
კოპენჰაგენი (დანია)
ოლბორგი (დანია)
გლაზგო (შოტლანდია)
ტამპერე (ფინეთი)
ორჰუსი (დანია)
ლიონი (საფრანგეთი)
ბელფასტი (ჩრდ ირლანდია)
რეიკიავიკი (ისლანდია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები