LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერმან საბო: ადამიანებს უნდა გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა და საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება

51
BeFunky-collage (5)

თუ მართლა გვინდა, რომ იმ რეგიონში, სადაც საქართველოა და იმ საფრთხეებში, რაც საქართველოს აქვს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს იარაღის გამოყენება, მოდი, მოვხსნათ ყველა ის ბარიერი, რომლებიც ადამიანებს ჩვენ აქ პარლამენტში თუ მთავრობაში შევუქმენით იარაღთან ურთიერთობის სფეროში. ჩვენს სიტუაციაში გამოსავალი ისაა, რომ შევქმნათ ნაბაყოფლობითი რეზერვი თუ ტერიტორიული თავდაცვა და ადამიანებს გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა თუ საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საბოს თქმით, საქართველოში ლეგალური იარაღის შემოტანა უნდა გამარტივდეს და მოიხსნას იარაღთან ურთიერთობის სფეროში სხვადასხვა ტიპის ბარიერები.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ სასროლეთების მოწყობა. გავამარტივოთ ლეგალური იარაღის შემოტანა საქართველოში. მოვხსნათ ბარიერები სასროლეთებში იარაღის გადატანაზე და ვარჯიშზე. შევიმუშაოთ ასიმეტრიული ომისა და ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია, რომ ყველა ადამიანს მართლა ჰქონდეს შესაძლებლობა გასაჭირის ჟამს გახდეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამის დამცველი, იქნება ეს ოჯახი, უბანი თუ ქვეყანა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g