LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მოშიმშილე ადამიანებს ცოტნე დადიანს ან მაჰათმა განდის ადარებ, ან მაჰათმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს: ჰერმან საბო

238
ჰერმან საბო

პარტია „გირჩის“ დეპუტატის ჰერმან საბოს თქმით, როდესაც კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილე ადამიანებს ცოტნე დადიანს ან მაჰათმა განდის ადარებ, ან მაჰათმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს.

მისი თქმით, შიმშილობის აქცია კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობის ხარისხს.

„ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა პრობლემაა, რადგან ნებისმიერ მომენტში, თუ ხელისუფლებას რამეზე ფეხი წაუცდება, თუ მოხდება გავრილოვის ღამის მსგავსი რამე, შეიძლება, ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარება მივიღოთ და ცეკას ერთკაციანი მმართველობის სისტემის სათავეს მიხეილ სააკაშვილი დაუბრუნდეს.

კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილე ადამიანებს როდესაც ცოტნე დადიანს ან მაჰადმა განდის ადარებ, ან მაჰადმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს. რაც შეეხება შიმშილობის აქციის შედეგს, არ ვიცი, ამან რა შედეგი შეიძლება გამოიღოს და რამდენზე არიან წამსვლელები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაძაბულობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

სოზარ სუბარი: „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

ირაკლი კობახიძე ენმ-ს შიმშილობაზე: გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ, ტრაგიკომიკური მოვლენაა

ტიკარაძე ენმ-ს შიმშილობაზე: მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციას, რომელიც ართულებს პანდემიურ სიტუაციას

მელია: „ოცნების“ განცხადებები ჩვენს შიმშილობაზე განპირობებულია მათი გეგმების ჩაფუშვით, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრევას

აქციები, რა თქმა უნდა იქნება, მხოლოდ შიმშილობით არ შემოვიფარგლებით: ზაალ უდუმაშვილი

შიმშილობით მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ: დავით ჭიჭინაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები