LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

148
BeFunky-collage (72)

„ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, თუმცა ის, რაც ამ პროცესს ხელს შეუშლის, არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სრული აბსურდია დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისთვის შიმშილობა.

ირაკლი კობახიძე ენმ-ს შიმშილობაზე: გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ, ტრაგიკომიკური მოვლენაა

„მგონი სააკაშვილის გარდა ყველამ თქვა, რომ თვითონ ტერმინი „ეროვნული შერიგება“ არ არის კორექტული და სწორი. თუ საუბარია ეროვნულ თანხმობასა და ქვეყნის საკეთილდღეოდ პოლიტიკური ძალების ურთიერთთანამშრომლობაზე, ეს ნამდვილად კარგი პროცესია და იმედი მაქვს, რომ გარკვეული კონტურები ამ მიმართულებით გამოიხატება. ამ მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ძალიან კარგი, თუმცა, ხელს რაც ამ პროცესს შეუშლის, ეს არის ერთგვარი ულტიმატუმების წამოყენება. ულტიმატუმი, რომ ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება და ა.შ . ეს ვერანაირი თანხმობისკენ ვერ მიგვიყვანს.

შიმშილობა პოლიტიკური პროცესებისას არ არის მაინცდამაინც საუკეთესო გზა, მაგრამ აპრობირებული მეთოდია, თუმცა როცა საუბარია, იმაზე, რომ ვიღაც ვისაც მისჯილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს, სრული აბსურდია ამგვარი რამისთვის შიმშილობა. ეს არ მომხდარა არასდროს, არსად მსოფლიოში და არ მოხდება. არსად არაა რომ სამართლებრივი პროცესი შიმშილობის ან რაიმე პროტესტის გზით წყდებოდეს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტიკარაძე ენმ-ს შიმშილობაზე: მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციას, რომელიც ართულებს პანდემიურ სიტუაციას

დეპუტატის შეფასებით, შესაბამისად, ეს ვერ მიგვიყვანს ვერანაირ ლოგიკურ შედეგამდე და დასასრულამდე, ამიტომ ამ პროცეს არ აქვს არანაირი მომავალი.

„მოვუწოდებ, ყველა ადამიანს, ვინც ამ შიმშილობის აქციაში აპირებს მონაწილეობას ან უკვე მონაწილეობს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი. გუშინ სოსო რობაქიძის განცხადება მოვისმინე, ყოფილი რეჟიმის მსხვერპლნი თუ მსხვერპლთა ოჯახები ასევე გეგმავენ, რომ დაიწყონ შიმშილობა სამართლიანობის აღდგენისა და იმ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. მათაც მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი არ დაიწყონ, იმიტომ, რომ ეს დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის გარდა არსად მიგვიყვანს,“- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ „ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება“.

ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივ საპროტესტო შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები