ჩვენ დავიწყებთ შიმშილს იმიტომ კი არა, რომ მიშა სააკაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს, ჩვენ დავიწყებთ შიმშილს იმისთვის, რომ დაისაჯოს რეჟიმი და ეს პარტია გაუქმდეს, ამას გავაკეთებთ და ბოლომდე გავყვებით, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
„თუ ეს ხალხი დაიწყებს შიმშილს, ჩვენ გარკვეული პერიოდი, ის ხალხი, რომელიც დაზარალებული და გაუბედურებული ვართ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისგან, შიმშილს დავიწყებთ. ჩვენ დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს, ვაჩვენებთ როგორი უნდა შიმშილობა და როგორ უნდა იყოს ადამიანი სიკვდილის პირამდე, არა ისე, მიშა რომ ჭამდა და მთელი ამბავი ატეხეს. ალბათ, რამდენიმე ადამიანი დავსხდებით, რომელიც შიმშილობას დავიწყებთ. რამდენი ადამიანი აგვყვება, მაგას ნახავს „ნაცებიც“ და „ოცნებაც“,-განაცხადა სოსო რობაქიძემ.
"ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია", - წერს სააკაშვილი.
თითოეული ეს ადამიანი ცოტნე დადიანის ტრადიციების გამგრძელებელია - სააკაშვილი მოშიმშილეებზე
მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, თუ რატომ იწყებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესს.
„თანაცხოვრება ვერ იქნება, თუ ადამიანთან შერიგებული არ ხარ. ვის ესაუბრებით ამ შერიგებაზე გამაგებინეთ, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე შეურიგდა? ჩვენ თუ არაფერს გვეკითხებით, მაშინ თქვენ დიდი ხანია შერიგებული ხართ. იყავით ერთად და ისაუბრეთ, მაგრამ ჩვენთან საუბარი ყველას მოგიწევთ, განსაკუთრებით თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო. ყველა კრიმინალის გვერდით როგორ ხართ? რურუა შეიწყალეთ, მელია შეიწყალეთ, ახლა სააკაშვილს ასე ვერ იწყალებთ, მაგრამ სხვა რაღაც გამოიგონეთ. ისინი კიდევ არ გირიგდებიან, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ. ოქროს ასოებით კი არა, ცუდად შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც პრეზიდენტი“,- მიმართა რობაქიძემ პრეზიდენტს.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა მასობრივ საპროტესტო შიმშილობას უერთდება