LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერმიონი შეყვარებულია – ემა უოტსონი და მისი უსიმპათიურესი შეყვარებული ქუჩაში კოცნის დროს გადაიღეს

461
27704992-0-image-a-19-1587996395845

30 წლის ემა უოტსონი შეყვარებულია, თანაც საქმე სერიოზულადაა. მისი შეყვარებული 30 წლის ბიზნესმენი, ლეო რობინტონია. წყვილი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე არცერთი საუბრობს.

პაპარაცების ობიექტივში შეყვარებულები არაერთხელ მოხვედრილან, თანაც მუდამ კოცნის დროს.

ამჯერად წყვილი პარკინგზე დააფიქსირეს, ისინი ერთმანეთს პირბადეებით ვნებიანად კოცნიდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დასავლური მედია „ჰერმიონის“ გათხოვებაზე ალაპარკდა, ამის მიზეზი კი ემას უსახელო თითზე ბეჭედი გახდა. ტაბლოიდები იმასაც ამბობენ, რომ წყვილი მექსიკაში გაემგზავრა, რათა „ვალენტინობის“ დღე რომანტიკულად აღნიშნოს.

სხვათა შორის, უსიმპათიურესმა ლეომ და ემამ ერთმანეთი მაშინ გაოცნეს, როდესაც რობინტონი ლოს-ანჯელესში, მარიხუანის წარმოების ბიზნესში იყო ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები